07/09/2026
ივენთ მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც იდეას სწორად დაგეგმილ და გამართულ ღონისძიებად აქცევს.
მისი საქმიანობა მხოლოდ ლოკაციის, დეკორაციისა და მომსახურებების შერჩევას არ გულისხმობს. ის თითოეულ ელემენტს ერთიან კონცეფციად აერთიანებს, რომელიც ღონისძიების მიზანს, ფორმატსა და სტუმრების მოლოდინებს შეესაბამება.
ივენთ მენეჯერი გეგმავს სამუშაო ეტაპებს, კოორდინაციას უწევს მომწოდებლებსა და გუნდს, აკონტროლებს ვადებს და ღონისძიების დღეს თითოეული დეტალის შესრულებაზე ზრუნავს. ერთ წუთს სტუმრებს ხვდება, მეორე წუთს გუნდს ეხმარება, მესამეს კი შეიძლება სამზარეულოში გადააწყდეთ, რადგან ღონისძიების დღეს მისი სამუშაო აღწერილობა ზოგჯერ მენიუზე გრძელია.
Eventive Georgia-ს პროფესიონალი გუნდი იზრუნებს ღონისძიებების დაგეგმვასა და ადგილზე სრულყოფილ მართვაზე, რათა თქვენ მხოლოდ სასიამოვნო ემოციებზე კონცენტრირდეთ.
დაგვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ თქვენი ღონისძიება.